კობახიძე: უარგუმენტო განცხადებები ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უარგუმენტო განცხადებები ხელისუფლების გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს კანონი დაგვაახლოებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ის კვლავ ღია დისკუსიაში იწვევს ელჩებს თუ უცხოელ პოლიტიკოსებს.


„თუ სურთ, მაგალითად, ელჩებს, პოლიტიკური დებატების ნაწილნი, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და საზოგადოების თანდასწრებით, ღია დისკუსიაში ჩაერთონ (ისინი), ამიტომ, პირადად, ჩემი წინდადება ძალაში რჩება - ყველას შევახსენებ, რომ საქართველო, პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფოა. შესაბამისად, ვერავის მივცემ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა.“


35 წლის წინ, ქართველები სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, ითხოვდნენ დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან - დღეს პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების სახელით - არ გვინდა, ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს,“ ამბობს ირაკლი კობახიძე.