ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა მიიჩნევს, რომ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ქვეყანაში უძრავ ქონებას ფლობენ, რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა შეუძლიათ. ამის შესახებ მან Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კოპრა იხსენებს, რუსები წლების განმავლობაში ყიდულობდნენ სხვადასხვა სახის ქონებას ფინეთში, რამაც ფინური კონტრდაზვერვის - SUPO-ს განცხადებით, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას. ამასთან, რუსეთმა მსგავსი მიზნებისთვის უკრაინაში არსებული უძრავი ქონება შეჭრის წინა დღეს გამოიყენა.
ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი თვლის, რომ რუს ოლიგარქებს არავის უბრძანებს პუტინისთვის ვილების აშენებას ან უძრავი ქონების ყიდვას, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება საკუთარი ინიციატივით, რეჟიმის მსახურებისთვის.
„უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ქონების მფლობელი რუსია, საკმარისია ტელეფონის ზარი ან წერილი სადაზვერვო სამსახურისგან, რომ გადასცეს ის სახელმწიფოს, რაც არ უნდა კარგი განზრახვა ჰქონდეს კერძო მესაკუთრეს. მათ აქვთ საშუალება, რომ ძალიან სწრაფად შეცვალონ რუსული საკუთრება საზღვარგარეთ,“ - ამბობს კოპრა.