რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა პირველად გაანადგურეს Tu-22მ3 ტიპის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.


გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტებით Х-22-ით აღჭურვილი რუსული ბომბდამშენი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს.

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა.