რას ნიშნავს უკრაინისთვის რუსული Tu-22M3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდება

რუსული Tu-22M3 ბომბდამშენის ჩამოგდება მიუთითებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო შორ მანძილზე შეუქმნან საფრთხე მტრის სტრატეგიულ ავიაციას. სამხედრო სამართლის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მუსიენკომ RBC-Ukraine-სთან კომენტარში განმარტა, რომ ბოლო დარტყმები ჟანკოის აეროპორტებზე, რუსულ რადარებზე მორდოვიისა და ბრიანსკის რაიონებში და ახლა Tu-22M3 თვითმფრინავის ჩამოგდება აჩვენებს უკრაინის მზარდ შესაძლებლობებს.


„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები იზრდება. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ბევრად უფრო შორს და შევქმნათ საფრთხე არამხოლოდ ჰაერში, არამედ, ხმელეთზეც. ეს ნიშნავს, რომ ოლენიის აეროდრომი აღარ არის მიუწვდომელი სამიზნე უკრაინული თვითმფრინავებისთვის, რომლებიც, ვფიქრობ, გამოყენებული იქნება,“ - განმარტა მუსიენკომ.


მისი აზრით, ეს ყველაფერი სისტემატური ძალისხმევის ნაწილია სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ და რუსული თვითმფრინავების უკრაინასთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენ ვსაუბრობთ Tu-22მ3-ზე. თუმცა, სამწუხაროდ, Tu-95-ების გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ისინი ჯერ კიდევ შორს არიან,“ აღნიშნა მუსიენკომ.