სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს.
მანვე დაადასტურა, რომ „რუსი მესაზღვრეები“ ტავუშის რეგიონს დატოვებენ. ფაშინიანის თქმით, რუსული ბაზები იქ შექმნილი სიტუაციის გამო გაჩნდა და ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და ამ ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს.
„არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა, გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები უკვე კონტაქტზე არიან.