გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჰანოვერში სავაჭრო ბაზრობის გახსნაზე განაცხადა, რომ წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება.
კანცლერის თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2030 წლისთვის ენერგიის 80% განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშაოს.
შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ასევე დაესწრო გამოფენას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე დასძინა, რომ ენერგეტიკული ბაზრის ამჟამინდელ პირობებში, ნორვეგია შეიძლება, ეკოლოგიურად სუფთა რესურსების - ქარისა და ჰიდროენერგეტიკის მთავარი მიმწოდებელი გახდეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მკაფიონი ვართ: წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ყველა ჩვენგანისთვის ეს ნიშნავს სამრეწველო პროცესების შეცვლას,“ - განმარტა შოლცმა.