ბუდანოვი: არმაგედონი არ მოხდება, როგორც ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში პრობლემები იქნება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში - ივნისის დასაწყისში უკრაინას მძიმე ვითარება შეიქმნება, მაგრამ კატასტროფული შედეგები არ მოჰყვება.


„ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული, არმაგედონი არ მოხდება, როგორც ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში პრობლემები იქნება,“ - აღნიშნა ბუდანოვმა.


დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მისი პროგნოზი მთლიანად უკრაინას ეხება და არა მხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. მისი თქმით, „რუსები გამოიყენებენ ინტეგრირებულ მიდგომას.“


”ისინი განახორციელებენ კომპლექსურ ოპერაციას. ამაზე თქვენთან ბევრს არ ვილაპარაკებთ, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში, ივნისის დასაწყისში რთული პერიოდი იქნება,“ - აღნიშნა ბუდანოვმა.

ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, რათა კიევის მიმართ ბლოკის მხარდაჭერა განიხილონ.