საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაზარდა.
რადიო თავისუფლების ცნობით, შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა.“
ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შესვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ.
მანამდე ეს პერიოდი ერთი წლით შემოიფარგლებოდა, 2023 წლის თებერვალში კი, ორ წლამდე გახანგრძლივდა.
უცვლელი დარჩა დანარჩენი ქვეყნების სია, რომლებთანაც ერთი წლით უვიზო ყოფნის რეჟიმი მოქმედებს. მათ შორის რუსეთის მოქალაქეებითვის.