აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ახალი დახმარების პაკეტის დამტკიცება არ ათავისუფლებს ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს ბერლინში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკების დროს.
მაგრამ გერმანიის პოზიცია უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ იგივე რჩება, ციტირებს შოლცის სიტყვებს Reuters-ი. გერმანია უარს ამბობს უკრაინისთვის ამ იარაღის მიწოდებაზე, რადგან მათი 500 კმ-მდე დიაპაზონი თეორიულად საშუალებას აძლევს უკრაინელ სამხედროებს, დაარტყონ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის ჩათვლით.
„კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება გამამხნევებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია [...] პუტინი ცდება, თუ იმის მოლოდინშია, რომ ევროპა და შეერთებული შტატები საბოლოოდ მიატოვებენ უკრაინას. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,“ - განაცხადა შოლცმა.