ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ. მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ყაზახეთის მთავარი და საიმედო პარტნიორი, ასევე, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყაზახეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და ჩვენი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ისტორიული და უნიკალური ორმხრივი დოკუმენტი ახალ იმპულსს მისცემს ასტანასა და ლონდონის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო კავშირებს და იმუშავებს მრავალი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.