გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ქართველი ახალგარდებისადმი სამადლობელი პოსტი.
„არც ივანიშვილი [და] არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში. ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა! მადლობა!”, - წერს როთი, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.