ფინეთი შავ ზღვაზე NATO-ს პეტრულირების მისიას პირველად შეუერთდება

ფინეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლობა 2024 წლის ზაფხულში რუმინეთში განლაგდება.

F/A-18-ის მებრძოლების რაზმი, როგორც ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მისიის ნაწილი, შავი ზღვაზე საჰაერო პატრულის მისიას შეუერთდება. ეს ჰელსინკის პირველი წვლილი იქნება ამ მისიაში.


ფინეთის ავიაცია განლაგდება რუმინეთის სამხრეთ -აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კონსტანცის მახლობლად მდებარე მიხაილ კოგელნიჩანის საჰაერო ბაზაზე, 2024 წლის 3 ივნისიდან 31 ივლისამდე.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფნა კიდევ უფრო გააძლიერა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ოთხი თურქული F-16 გამანადგურებელი მებრძოლი განლაგდა რუმინეთის საჰაერო ბაზაზე, რათა მონაწილეობა მიიღოს ალიანსის მისიაში - რუმინეთის სამხრეთით.


ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.


შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.