პოლონეთის პრემიერი: ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული რაკეტა ქვეყნის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა.


„დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში. ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?“ - წერს ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.