ჩრდილოეთ კორეამ დაამონტაჟა სახმელეთო ნაღმები კორეათაშორის გზაზე, დემილიტარიზებული ზონის (DMZ) ფარგლებში, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს ჰყოფს, განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური პირის თქმით, სამხედროებმა აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ნაღმებს 2023 წლის ბოლოს აყენებდა სეულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 85 კილომეტრში.
გზა დემილიტარიზებულ ზონაში აშენდა 2018 წლის კორეათაშორისი სამხედრო შეთანხმების შესაბამისად.
ცნობისთვის, სეულის ამ განცხადებამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოუწოდა სამხრეთ კორეასთან გაერთიანების ათწლეულის პოლიტიკის გაუქმებისკენ და მათი ურთიერთობების განსაზღვრისკენ - როგორც „ერთმანეთზე მტრულად განწყობილ ორ სახელმწიფოს“ შორის.
მას შემდეგ, რაც 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, მეზობლები ტექნიკურად ომის მდგომარეობაში რჩებიან.