ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორშაბათს საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთის ფედერაციის ელჩს ტაჯიკეთში სემიონ გრიგორიევს. ეს დოკუმენტი გამოხატავს შეშფოთებას ნეგატიური დამოკიდებულების სავარაუდო ხშირი შემთხვევების, ასევე, ტაჯიკი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიური დარღვევის გამო. რუსეთის ელჩი დუშანბეში დღეს, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ყველგან ირღვევა მათი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები. „ნოტაში ნათქვამია, რომ ასეთი მოპყრობა გამოიყენება ექსკლუზიურად ტაჯიკეთის მოქალაქეების მიმართ, რაც ძირეულად შეუთავსებელია ტაჯიკეთ-რუსეთის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ტრადიციებთან,“ - აცხადებენ სამინისტროში.