ევროპარლამენტარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე: დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განცხადებების შემდეგ ამბობს, რომ „დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“


„ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები უაღრესად სამარცხვინოა და მხოლოდ ხაზს უსვამენ მის მცდელობებს, დაანგრიოს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფებები.

დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და საქართველო მისი კლანჭებიდან გაათავისუფლოს,” - წერს ლექსმანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.