საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.
„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს,“ - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე.