მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკს უქმნის. 


„აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, რაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობას სურს,“ განაცხადა დერეკ შოლემ.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მათ „შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.“