ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანსა და თურქეთს თუ ჩვენი განადგურება სურთ, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სურვილის კონტროლი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის განადგურების სურვილს მხოლოდ ლეგიტიმაცია გააკონტროლებს და, შესაბამისად, სომხეთმა საერთაშორისო ურთიერთობები სწორედ ლეგიტიმაციაზე უნდა დააფუძნოს.


„გარანტიას გაძლევთ, რომ ლეგიტიმაცია ბევრად უკეთესი გარანტიაა, ვიდრე ცუდი გარანტი. მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგების ლეგიტიმურობის ფორმულა ბევრად უკეთესი გარანტია, ვიდრე თუნდაც კარგი გარანტი. თუ გსურთ, გაცვალოთ თქვენი ლეგიტიმაცია სხვის კარგ გარანტიებზე, მაშინ თმობთ თქვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ აქ არის არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ დაუცველ საერთაშორისო სამართალს თუ დაურღვეველ საერთაშორისო სამართალს. გვინდა, გამოვიდეთ ამ ფორმულიდან, სადაც არჩევანი არ არის, ვიყოთ ფორპოსტი თუ არა,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.