პრეზიდენტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველისადმი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს,“ წერს მიშელი.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის, გაგონილი უნდა იყოს.
„ცოცხალი დებატები ქვაკუთხედია და გულწრფელი დიალოგია ახლა საჭირო.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ხელიდან არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი,“ - წერს შარლ მიშელი.
საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.