ჯერ კიდევ არის დრო, დაუბრუნდნენ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს - ბლინკენის მრჩეველი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს.


„საქართველო გარდამტეხ მომენტშია. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს,“ - წერს დერეკ შოლე X-ზე.


საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.