ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის კუთვნილი გაყინული აქტივებიდან მოგების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ.
თუ ხსენებულ გეგმას დაამტკიცებენ, კიევმა შესაძლოა, წელიწადში დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარი მიიღოს.
„ეს თანხა მოხმარდება უკრაინის აღდგენას და სამხედრო დაცვას რუსეთის აგრესიის კონტექსტში,“ წერს ბელგიის მთავრობა.
მანამდე ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, რომ ამ თანხის 90% იარაღის შესყიდვას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, დანარჩენი კი - ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს.
Reuters-ი წერს, რომ მოგების ზუსტი მოცულობა დამოკიდებული ინება საპროცენტო განაკვეთებზე, ვინაიდან რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი დაახლოებით 210 მილიარდი დოლარი, რომელიც გაყინულია, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული სხვადასხვა ვალუტაში.