ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ 9 მაისი, ევროპის დღე, საერთო ზეიმის დღე უნდა იყოს, თუმცა „ხალხის მტრების“ და ანონიმური სატელეფონო ზარების ფონზე უჩნდება კითხვა, საით მიდის საქართველო. ის ამბობს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, გული სტკივა.


„ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე უნდა იყოს დაფუძნებული, სადაც „ხალხის მტრების“ სიების და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. საით მიდიხარ, საქართველო?“ - წერს ტოივო კლაარი.