ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველი ხალხის სურვილს.
„ევროპის დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია - ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, რომელიც კანონის უზენაესობას ეყრდნობა. ეს არის ევროკავშირისა და საერთო მომავლისკენ გზა. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას,“ წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.