ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს

„ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს,“ შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბლინკენის თანაშემწის თქმით, ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის დასავლეთისკენ, უნდა ჩაატაროს სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.


„ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს. ჩვენ ამას ვგმობთ. ქვეყანა, რომელიც გეგმავს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას ჩაატარებს სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას,“ - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.

როგორც დეპარტამენტი წერს, საქართველოში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შეხვდება, რათა გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილის მიმართ, ჰქონდეს მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავალი.