რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ.
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაეილ როთმა პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები.“
„მე აქ ნამდვილ ევროპელებს შევხვდი და მჯერა ახალგაზრდა თაობის ძალის. ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ჩვენი მოვალეობაცაა ამ ღირებულებების დაცვა და გარეთ მყოფი ყველა ამ ადამიანის მხარდაჭერა. ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები და ახლა შემდეგი ნაბიჯია, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი,“ - განაცხადა როთმა.