აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე აშშ-სთან ურთიერთობებს.
„თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე წაიწევს წინ და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა და ცილისწამება გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა რისკის ქვეშ იქნება.
მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: აშშ-ს გათვალისწინებული აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ. ნახევარი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, უხეშად რომ ვთქვათ - ცოტა მეტი ან დაახლოებით მესამედი ეკონომიკური განვითარების პროექტებზე, და მეტიც - ინსტიტუციების მშენებლობაზე, ზოგიც - სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ახლა ჩვენ მოწინააღმდეგედ განგვიხილავთ და არა - პარტნიორად,“ აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, იქნება შეზღუდვები, თუ მმართველი გუნდი კურსს არ შეცვლის.
„თუ კანონი წინ წაიწევს ისე, რომ ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება და მოხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა იქნება, მაშინ შეერთებული შტატებიდან ჩვენ დავინახავთ ფინანსურ და/ან მოგზაურობის შეზღუდვებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების მიმართ.
მაგრამ მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მსურს, ეს მოხდეს, არამედ, იმიტომ, რომ მსურს, საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და NATO-სკენ - ძლიერი დემოკრატიით, და იმედი მაქვს, ეს ის გზაა, რომელიც დღეს ისევ დაიწყება. თუ არა - ძალიან მალე გადავხედავთ ამ თემებს,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.