რას ამბობს ჯეიმს ო'ბრაიენი „გლობალური ომის პარტიის“ „კონსპირაციის თეორიებზე“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი გამოეხმაურა მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებას "გლობალური ომის პარტიის" თეორიაზე და განაცხადა რომ ესაა "ძალიან არასწორი" და "არარეალისტური." როგორც ო'ბრაიენმა აღნიშნა, ის, რომ „გლობალური ომის პარტიას“ სურს, "ქართული ოცნება" ჩამოაშოროს ხელისუფლებას, "არარეალურია."


„გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც დანერგილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს და ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება საიმისოდ, რომ დავინახოთ რაიმე ნაბიჯი გამჭვირვალობის - ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში, საქართველოს წინსვლის პარალელურად. დაგვპირდნენ, რომ კანონის ამოქმედებამდე ამის შესაძლებლობა იქნებოდა. მე ძალიან მკაფიო ვიყავი, რომ თუ კანონს ამ ფორმით მიიღებდნენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა. 


პრემიერმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ჰყავთ გარკვეულწილად, მსაჯებიც, რომლებიც ამბობენ, რა წესები მოქმედებს და ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესი, ვიდრე მათგან გადახვევა. მაგრამ არსებობს აღქმა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, არ იყოს თანხვედრაში ევროპასთან, იქნება იმ გზის უარყოფა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი.


ჩვენ გვჯერა და ამას ვხედავთ გამოკითხვებში, ვხედავთ ქუჩებში, გვესმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის, „ქართული ოცნებისგან“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისგან და სხვებისგან - ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის გაგრძელება და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, როგორც ამას, უკვე 30 წელზე მეტია, ვაკეთებთ. ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით წინსვლის გზაზე. ასე რომ, თუ დღევანდელი საუბრების მიხედვით, კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი დაშლის, რაც ვშიშობ, რომ ახლა კეთდება,“ აღნიშნა ო'ბრაიენმა და „გლობალური ომის პარტიის“ საკითხიც ახსენა.


„მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი სახის საუბარი, რომელიც მქონდა (მათთან.) კანონი კი, უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. აღნიშნული ფართო საუბარი „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს ეხება, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და რომ საქართველომ უნდა გადაუხვიოს „გლობალური ომის პარტიის“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს. და რომ დასავლეთის მხრიდან არსებობს შეთქმულება, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში, მიუხედავად ჩვენი 12-წლიანი მყარი თანამშრომლობისა. თითქოს, Reddit-ის გვერდი გაცოცხლდა. ეს არის არარეალური, არასწორი და სრულიად არასწორი გაგება საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობისა საქართველოსთან,“ ამბობს ბლინკენის თანაშემწე.

ამავე პრესკონფერენციაზე მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჰქონდა დისკუსია „აქ და მიიღო პირობა, რომ დრო ექნებოდა კანონზე სასაუბროდ.“