ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს

ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა დაასრულეს. შესაბამის განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე დროებითი ნავსადგურის მშენებლობა ადგილობრივი დროით 7:40 საათზე დაასრულეს.

ჯერჯერობით უცნობია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას გაეროს რომელი სააგენტო უზრუნველყოფს.

„სავარაუდოდ, სატვირთო მანქანები, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება გადააქვთ, ნაპირზე გადაადგილებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. დახმარებას გაერო მიიღებს და ღაზის სექტორში მის განაწილებას კოორდინაციას გაუწევს,“ - ნათქვამია განცხადებაში.