აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მრავალმხრივი ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში უფროსი მრჩეველი ჰარი კამიანი ენერგეტიკის კვირეულზე დასასწრებად ბაქოს ეწვევა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Trend სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ბაქოSi ენერგეტიკის კვირეული 4 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით გაიმართება - წარმოდგენილი იქნება სამი ღონისძიება - კასპიის ნავთობისა და გაზის 29-ე საერთაშორისო გამოფენა; კასპიის საერთაშორისო ენერგეტიკისა და მწვანე ენერგიის მე-12 გამოფენა; ბაქოს 29-ე ენერგეტიკული ფორუმი.
ბაქოს ენერგეტიკის კვირეული ტრადიციულად, ენერგეტიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მხარდაჭერით იმართება.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ღონისძიებაზე როგორც წესი წარმოდგენილნი არიან აშშ, გერმანია, ავსტრია, ბელორუსი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ალჟირი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, ესპანეთი, ისრაელი, შვედეთი, შვეიცარია, იტალია, კანადა, ქუვეითი, ყაზახეთი, უნგრეთი ღონისძიებაზე წარმოდგენილია მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, უზბეკეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, ტაილანდი, თურქეთი და იაპონია. ამ ღონისძიების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.