აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი: ღრმად შეშფოთებულნი ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა NATO-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე.


„ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგულნი დავრჩებით. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს NATO-ელ კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად NATO-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე, ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე,“ - აღნიშნა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა.