ევროკავშირმა მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობა გააფორმა, რათა დაეხმაროს პროდასავლურ ქვეყანას რუსეთისგან საფრთხის დაძლევაში.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის თქმით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი პაქტი გააფორმა ევროკავშირთან.
„ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას. ის შესაძლებლობას მოგვცემს, შევიმუშაოთ ერთობლივი მიდგომა უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ, ის უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს ჩართულობას და გზას გაუხსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს," - განაცხადა ბორელმა.
მოლდოვამ პროდასავლური პრეზიდენტ მაია სანდუს ხელმძღვანელობით,NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი გამოთქვა და მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მოლდოვის დნესტრისპირეთის, უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულმა რეგიონმა მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ მოსკოვმა იქ ჯარები განალაგა.