ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, „საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ უარი თქვა მნიშვნელოვანი დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.“ ევროპის საბჭო „კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.“
„მკაცრად ვგმობ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, რადგან ის ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
ამ ნაბიჯით, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს ამ კანონის გაწვევის შანსი და შინაარსიან დიალოგში ჩართვაზე თქვეს უარი, უგულებელყვეს ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის ავტორიტეტული იურიდიული მოსაზრებები ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს ასახავს.
შესაბამისად, ღრმად შეშფოთებული ვარ ამ კანონის უარყოფითი გავლენით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული შეკავებებისა და გაწონასწორების პოლიტიკაზე, რამაც პოტენციალურად შეიძლება, ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოს.
არანაკლებ შემაშფოთებელია აშკარა დაუსჯელობა დაშინებისთვის, ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის და სტიგმატიზებაში ნარატივებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული და უფლებების დარღვევებში ჩართული პირებმა პასუხი უნდა აგონ, რათა დაიგმოს მსგავსი პრაქტიკები, რომელთა ადგილიც დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად," - წერია განცხადებაში.