NATO-ში აშშ-ის ელჩი ვაშინგტონის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე: ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია

NATO-ში აშშ-ის ელჩის ჯულიან სმიტის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება, თუმცა ფიქრობს, რომ არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი იყოს წარმოდგენილი სამიტზე.


ჯულიან სმიტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას: „ვაშინგტონის სამიტზე თუ ელოდებით საქართველოს და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე?“


„უპირველეს ყოვლისა, მე ჯერ ვერ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი პარტნიორების სამიტში მონაწილეობის თაობაზე. ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ძლიერი სურვილი, რათა მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი, ასე თუ ისე, იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის სამიტზე. ასე რომ, დაელოდეთ ახალ ამბებს, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებას, იმედია, უახლოეს დღეებსა და კვირებში მეტი გვექნება სათქმელი,“ – აღნიშნა ჯულიან სმიტმა.

NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.