საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შექმნილ „ქართულ ქარტიას“, რომელზეც ხელმოწერისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მივიდნენ. „ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერენ ხელს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პარტიებისთვის მიღებას მართავს.
დოკუმენტს შეუერთდნენ:
- „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია);
- „მწვანეთა მოძრაობა“ (გია გაჩეჩილაძე);
- „დროა“ (ელენე ხოშტარია);
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე);
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა);
- „კანონი და სამართალი“ (თაკო ჩარკვიანი);
- „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე);
- „ახალი“ (ნიკა მელია);
- „მოქალაქეები“ (ქეთი თურაზაშვილი);
- „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ (ირაკლი ჯამბურია);
- „ხალხისთვის“ (კახაბერ დვალიშვილი);
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ (პაატა მანჯგალაძე);
- „ევროპული საქართველო“ (გიგა ბოკერია);
- „რესპუბლიკური პარტია“ (დავით ბერძენიშვილი);
- „ნაციონალური მოძრაობა“ (თინა ბოკუჩავა);
- „სახელმწიფო ხალხისთვის“ (ნიკა მაჭუტაძე);
- "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" (ბაჩუკი ქარდავა);
- დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე;
- დამოუკიდებელი დეპუტატი როსტომ ჩხეიძე;
- დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია;
- დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე;
- დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი.
„ქართულ ქარტიას“ არ უერთდებიან "საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“.