სანდუმ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 21 ივნისს, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ით გაავრცელა.

„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ეს არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისაკენ,“ - დაწერა სანდუმ.


მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება. სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი კრისტინა გერასიმოვი მთავარ მომლაპარაკებლად დანიშნა. სანდუს თქმით, ის მოელის, რომ მოლდოვა გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წლისთვის.

7 ივნისს, ევროკომისიამ დაადასტურა, რომ  ევროინტეგრაციის რეფორმების განხორციელების მხრივ, უკრაინის და მოლდოვის პროგრესს დადებითად აფასებს