სკანდინავიის ქვეყნები სამხედრო-სატრანსპორტო დერეფანს ქმნიან

  • ჩრდილოეთ ევროპის სამი ქვეყანა - ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ჯარისკაცბისა და სამხედრო ტექნიკის სწრაფი გადაადგილების მიზნით, სატრანსპორტო დერეფანს ქმნის

ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ. კერძოდ, ბოდოში გამართულ სამიტზე გადაწყდა დერეფნის შექმნა სკანდინავიის ჩრდილოეთით პერსონალის გადასაყვანად.


კერძოდ, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი სამხედრო საჭიროებისთვის საერთო სატრანსპორტო დერეფანს შექმნიან.ეს ხელს შეუწყობს პერსონალის გადაყვანას ნორვეგიის პორტებიდან შვედეთსა და ფინეთში, საჭიროების შემთხვევაში, ბევრად უფრო სწრაფად,“ განაცხადა ჩრდილოეთ ევროპის სამმა ქვეყანამ თავდაცვის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს, 20 ივნისს, ბოდოში, ნორვეგიაში ჩატარდა. ეს გადაწყვეტილება არის პასუხი სამხედრო ძალების საზღვრებს გარეთ გადაყვანის პოტენციურ საჭიროებაზე. მარშრუტი სამი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში გაივლის.


„ახლა, როდესაც ჩვენ ყველანი NATO-ში ვართ, შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ სრულიად განსხვავებული გზით, დავიცვათ ერთმანეთი,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ- მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ადრე, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების დაგეგმვისას, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ადგენდნენ მარშრუტებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. „ახლა ჩვენ უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე,“ - განაცხადა ნორვეგიის მთავრობის ხელმძღვანელმა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა ერთობლივად წარადგინეს განაცხადები NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთი გახდა ალიანსის 31-ე წევრი 2023 წელს, რასაც 2024 წლის მარტში შვედეთის გაწევრიანება მოჰყვა.