უკრაინის პრეზიდენტმა ისტორიული უწოდა დღევანდელ დღეს, როცა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება.
„დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესვლის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გასულ წლის დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ. მაგრამ სწორედ დღეიდან იწყება ათვლა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების," წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
„ჩვენ არასოდეს გადავუხვევთ ერთიანი ევროპის გზიდან, ყველა ევროპული ერის - ჩვენი საერთო სახლისკენ. სახლი, რომელიც უნდა იყოს მშვიდობიანი!“ აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
25 ივნისს ევროკავშირი ბლოკში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებას იწყებს. მოლაპარაკება ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად დაიწყება. ევროკომისიამ ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირობები. ეს ეხება კორუფციასთან ბრძოლასაც და უმცირესობებზე ზრუნვასაც.