უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტარაცია ავრცელებს.
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა, შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
დოკუმენტზე, სახელწოდებით „უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები ევროკავშირსა და უკრაინას შორის“ ხელმოწერას, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
დღეისთვის უკრაინამ უსაფრთხოების გარანატიების თაობაზე შეთანხმებებს მიაღწია 16 ევროპულ სახელმწიფოსთან და შეერთებულ შტატებთან.