NBC News-ის ცნობით, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა.
როგორც ამერიკული მედია წერს, „დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ეს რიცხვი 600 მილიონ დოლარს მიაღწევს.
ცნობილია, რომ გასულ თვეში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გუნდმა 310 მილიონი დოლარი შეაგროვა.