შოლცი: გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა.


შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის 6 IRIS-T სისტემის შეძენას საკვანძო როლი ექნება საჰაერო თავდაცვის ევროპულ ინიციატივაში “ცის ფარი”, რომელშიც 21 ქვეყანა მონაწილეობს.


მანვე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის კიდევ 16 IRIS-T სისტემას შეუკვეთავს. გერმანული სააგენტო DPA-ის ცნობით, საუბარია რვა საშუალო მანძილის სისტემაზე (SLM) და კიდევ ცხრა ახლო მანძილის სისტემაზე (SLS). ამ მომენტისთვის უკრაინაში ოთხი SLM და სამი SLS სისტემა იმყოფება.


გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში გერმანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკვე 250-ზე მეტი რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, და მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს. მისი თქმით, ოთხი IRIS-T სისტემა - ორი საშუალო მანძილისა და ორი ახლო მანძილის - უკრაინაში წლის ბოლომდე გაიგზავნება, დანარჩენები კი - მომავალ წელს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ წყდება,” - აღნიშნა შოლცმა.