ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შუა დერეფნის პროექტში ტაჯიკეთის ჩართვაზე თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა. აშშ-ის ელჩმა დუშანბეში მანუელ მიკალერმა ასევე ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს „C5+1“ დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს შეერთებულ შტატებსა და მის ხუთ პარტნიორს ცენტრალურ აზიაში.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავეხმარებით ამ პარტნიორებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევაში და მსოფლიო ბაზრებზე წვდომაში „C5+1“ პლატფორმის მეშვეობით,“ - აღნიშნა ელჩმა.
ამავე ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ტაჯიკეთის მთავრობასთან, რათა მიაღწიოს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დეკლარირებულ მიზანს და იპოვნოს ბალანსი სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გზით.