სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა, - ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, იუწყება სომხური მედია. მისივე ინფორმაციით, ფაშინიანი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
ისინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც პრესისთვის განცხადება გაკეთდება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.