ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული. ზელენსკის განმარტებით, ომის გაყინვა ან რაიმე სხვა მანიპულაცია, რომელიც რუსეთის აგრესიას უბრალოდ, სხვა ეტაპზე გადაიყვანს, არ არსებობს და არ შეიძლება, იყოს მშვიდობის ალტერნატივა.


„დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული - ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, გეგმის საჭირო დანართები დამუშავებულია. ახლა ყველაზე მთავარია სიმტცკიცე მისი განხორციელებისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


16 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში გამარჯვების გეგმა 90%-ით იყო მზად.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.