ომბუდსმენი: სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება, განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი.


ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს,“ - წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.