პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგია გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ "ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა.
ქართულ მედიასაშუალებებს პარტიაში განუცხადეს, რომ ქარტიას ხელი დღეს, 23 სექტემბერს მოეწერა.
ამ დრომდე პარტიას “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაზე” ხელი არ ჰქონდა მოწერილი. ქარტიაზე ხელი არ აქვთ მოწერილი ასევე პარტიებს - "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია." ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ "ქართულ ქარტიას" ხელი 3 ივნისს მოაწერა.
„ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ,“ - წერია „ქართულ ქარტიაში.“