ჯეიმს ო'ბრაიენი მეუფე იაკობს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" (CDD) აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, 3 ოქტომბერს, ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე გაიმართება.


შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის საგარეო უწყებამ დააანონსა.

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.