ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ 6 ოქტომბრის ეროვნული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 63,66% იყო, რაც აღემატებოდა საჭირო 50%-ს და შეადგენს 7 820 204 ამომრჩეველს.
ყაზახების 71%-ზე მეტმა ხმა მისცა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობას.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეები ამბობენ, რომ ელექტროსადგური ხელს შეუწყობს ენერგოდამოუკიდებლობას და დაასრულებს ნახშირზე მომუშავე ენერგეტიკაზე დამოკიდებულებას, ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს და საფრთხეს შეუქმნის გარემოს.
ყაზახეთის მთავრობის შეფასებით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 12 მილიარდი დოლარი დაჯდება. 29 სექტემბერს ყაზახეთის პოლიციამ მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით დააკავა რეფერენდუმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე რამდენიმე პირი და მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.