თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს, 19 ოქტომბერს, სტამბოლში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ლიდერებმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში დახურული შეხვედრა გამართა. შოლცი სტამბულში პარასკევს გვიან ჩავიდა ერდოღანთან შესახვედრად. მანამდე, შოლცი გერმანიაში შეხვდა საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებს.
შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის კარი ლიბანიდან ლტოლვილებისთვის ღიაა. Euronews-ის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია და თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობა, მათ შორის - პოტენციური შეთანხმება თურქეთისთვის Eurofighter Typhoon-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. ეს ორივე ქვეყანა NATO-ს წევრია. შოლცმა განაცხადა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს მიგრაციასთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ თურქეთს სირიაში ომის შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის,“ აღნიშნა შოლცმა.