ევროკავშირმა უკრაინისთვის $38 მილიარდის სესხი დაამტკიცა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა 35 მილიარდი ევროს (38 მილიარდი დოლარი) ოდენობის სესხი უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის, რომელიც დაფარული იქნება რუსეთის ცენტრალური ბანკის საზღვარგარეთ გაყინული აქტივებიდან მომავალი შემოსავლების გამოყენებით. სესხი არის ევროკავშირის უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც შეიმუშავა დიდმა შვიდეულმა, რათა უკრაინას 50 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყოს. გეგმის შესახებ, დიდმა შვიდეულმა ივნისში გამოაცხადა.


ევროკავშირის კანონმდებლებმა 22 ოქტომბერს მხარი 518-56-ით დაუჭირეს, 61-მა თავი შეიკავა, მას შემდეგ, რაც ბლოკის მთავრობებმა დაამტკიცა ეს ღონისძიება ამ თვის დასაწყისში. რუსეთმა გააპროტესტა თავისი გაყინული აქტივების გამოყენება, რომლის ღირებულებაა 300 მილიარდი დოლარი და გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა, ამასთან შურისძიებით დაიმუქრა. დაბლოკილი რუსული აქტივების უმეტესობა ევროკავშირში მდებარეობს.